პარლამენტში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან განაახლებენ
პარლამენტში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას 21 მაისიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.

პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (C კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო B კორპუსის მე-2 და მე-3 სართულები).

მედიის წარმომადგენლებისა და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია.

დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში.

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parliament.ge.

პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საკანონდებლო ორგანოში პერიოდულად ტარება სადეზინფექციო ღონისძიებები. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია სპეციალური სადეზინფექციო სითხეები.

დატოვე კომენტარი