პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით მსჯელობენ

13:33, 14.12.2017

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს ცვლილებების არსი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტში ერთ-ერთი მუხლი ჩასწორდა, რომელიც კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს დამწყები საწარმოების წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის, ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამ ნორმას დაემატა შემდეგი – ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე“, – განმარტა ბესელიამ.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

 

მსგავსი