პარლამენტში კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომელსაც გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს
პარლამენტში კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომელსაც გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტში კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომელსაც გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს.

კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარებისა და ხედვის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ღონისძიებაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპუტატები, რომლებიც გამართულად მუშაობენ და რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ თავის ქვეყანაში, მათთვის ასეთი კვლევითი ცენტრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაერო-სა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შესაძლებლობა მოგვცა, შეგვეფასებინა, თუ როგორი იქნება საქართველოს პარლამენტისთვის საუკეთესო კვლევითი ცენტრი, რომელიც პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, მუშაობის ხარისხი თვისობრივად შეცვალოს. შესაბამისად, ხარისხის შეცვლასა და გაზრდასთან ერთად პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაზარდოს, რათა საბოლოო ჯამში, მიზანიც და ამოცანაც ისაა, რომ საზოგადოება ენდობოდეს თავის არჩეულ წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ორგანოს და ხედავდეს იმას, რომ პარლამენტის მუშაობა არის პროფესიონალური, არის ხარისხიანი, პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და არის კარგად გააზრებული“, – დასძინა ჩუგოშვილმა.