პარლამენტში ხვალ სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში ხვალ სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა ხვალ არის ჩანიშნული.

სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, ნინო ლომჯარია N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. მოგვიანებით კი ანგარიშში ასახულ საკითხებზე თეა წულუკიანი ისაუბრებს.