პარლამენტში იმსჯელებენ კანონპროექტზე, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის 15-გრამიან შეფუთვებში გაყიდვაც გახდება შესაძლებელი
პარლამენტში იმსჯელებენ კანონპროექტზე, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის 15-გრამიან შეფუთვებში გაყიდვაც გახდება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ერთ-ერთ განსახილველ საკითხად შეტანილია კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის მიზანია თამბაქოს ნაწარმის მიწოდების პირობების დაზუსტება. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის 50 ან 100-გრამიან შეფუთვებში მიწოდების გარდა, დასაშვები გახდება თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შეფუთვებშიც. ინიციატივის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები, გოგა გულორდავა და გურამ მაჭარაშვილი არიან.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, აღნიშნული ცვლილება თამბაქოს ფასის გაზრდას არ გამოიწვევს.

„ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებად შეიძლება განვიხილოთ, რომელიც ეხება უშუალოდ თუთუნის დაფასოების სტანდარტის დაწევას. დღევანდელი მოცემულობით რომ ავიღოთ, ერთ კოლოფ სიგარეტში თუთუნის შემცველობა მერყეობს ზუსტად 15-დან 16 გრამამდე და ასევე, ეს გადმოგვაქვს თამბაქოს ნაწილში“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.

დატოვე კომენტარი