პარლამენტში გერმანიის ელჩიც მივიდა

23:19, 20.06.2019

პარლამენტში ამ წუთებში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.

“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა.

ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

მსგავსი