პარლამენტში გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ

10:16, 24.06.2026

პარლამენტში საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გენერალური პროკურორი გასული წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს. სხდომას ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრებიც ესწრებიან.

ამ წუთებში, გიორგი გვარაკიძე საუბრობს იმის თაობაზე, რა საქმიანობა გასწია გენერალურმა პროკურატურამ გასულ წელს.

როგორც გვარაკიძემ აღნიშნა, გასულ წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 25 086 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო.

მსგავსი