პარლამენტში ეკა ბესელიას წიგნის, „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის" პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში ეკა ბესელიას წიგნის, „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის" პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის, „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში შეკრებილია პრაქტიკული დოკუმენტები და ნიმუშები, რომლებიც კრებულის ავტორმა 2013 წლიდან დღემდე შექმნა.

ეკა ბესელიას თქმით, კრებულში მოცემული დოკუმენტები საპარლამენტო კომიტეტებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებათ.

„წიგნი დაიბადა ფიქრით, იდეითა და საჭიროებით. 2013 წელს დამჭირდა, რომ ასეთი წიგნი ყოფილიყო. კომიტეტებს ნიმუში და სტანდარტი სჭირდებათ, რითაც პროდუქტს ქმნიან. ეს არის ექვსი წლის ნააზრევი და ნამსჯელი. წიგნში პრაქტიკული რჩევებია მოცემული, კანონი როგორ უნდა შეიქმნას და პარლამენტი საკანონმდებლო პროცესში როგორ მუშაობს”, – განაცხადა ბესელიამ.

წიგნის გამოცემა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.