პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს დღეს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ზამბახიძე უპასუხებს.

თამარ ზამბახიძეს ​2005-2007 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა. 2007-2017 წლებში კი ზამბახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, 2017 წლის 11 მაისიდან კანდიდატი სამი წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განწესდა.

მმართველი გუნდი თამარ ზამბახიძეს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების უმნიშვნელოვანეს პროცესს. ეს არის ისტორიული პროცესი, როდესაც მაქსიმალურად გახსნილად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით მიმდინარეობს ეს პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს ამ პროცესს და გაუწიოს მონიტორინგი, რათა იცოდნენ, ვის ირჩევს ან არ ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. ჩვენ მოვუსმენთ ქალბატონ თამარ ზამბახიძეს. გვექნება ყველა ის შეკითხვა, რომელიც უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას, ზოგადად, მის საქმიანობას, მის წარსულ საქმიანობას, მის ხედვებს და ეს პროცესიც, ვფიქრობთ, იქნება საინტერესო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

​რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე წარმოდგენილ კანდიდატურებს უარყოფითად აფასებს.

დატოვე კომენტარი