პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ
პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დავით ზალკალიანი დღეს 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგენს.

მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომის შედეგებსა და შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხზე.