პარლამენტში ბიუროს სხდომა უახლოეს საათებში ჩატარდება
პარლამენტში ბიუროს სხდომა უახლოეს საათებში ჩატარდება

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან.

ბიუროს შეკრების ზუსტი დრო ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატების შეკრებისთანავე სხდომა დაიწყება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ სხდომას ჟურნალისტები არ გააშუქებენ და სხდომის ტრანსლირება, ტრადიციულად, პარლამენტის ვებგვერდზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით მოხდება.

ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ განცხადებები გაკეთდება, ამის შემდეგ დეპუტატები ჟურნალისტების შეკითხვებს უკვე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უპასუხებენ.

საქართველოს პარლამენტის შესასვლელები ამ დროისთვის თავისუფალია. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ახდენდნენ, ტერიტორია დაატოვებინა.