პარლამენტში „ამნისტიის შესახებ კანონპროექტის“ განხილვისას გუბაზ სანიკიძე უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა [ვიდეო]

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გუბაზ სანიკიძეს, უმრავლესობის წევრებს, მიხეილ ყაველაშვილსა და შოთა ხაბარელს შორის, მათ შორის კონფლიქტის მიზეზი იყო პოლიტიკური შეფასებები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ თავად „ქართული ოცნება“ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, რაშიც ახლა ბრალს დებს ოპოზიციას. სანიკიძის ეს განცხადება გააპროტესტეს უმრავლესობის წევრებმა. მიხეილ ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს ღალატისა და უნამუსობის მაგალითი უწოდა. ასევე უმრავლესობის წევრების მხრიდან იყო შეძახილები, „წადი, უკრაინაში ირბინე“. შოთა ხაბარელმა კი, ოპოზიციონერ დეპუტატს ნამუსგარეცხილი უწოდა.

ამასთან, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი წევრები არიან მისი პოლიტიკური შვილთაშვილები და ახლა საქმე აქვს ბაღის მოსწავლეებთან.

დატოვე კომენტარი