პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამნისტიის აქტის სახელისუფლებო კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ პირველ მოსმენასთან შედარებით დოკუმენტს მეტი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა ექნება. ოპონენტთა ძირითად უკმაყოფილებას ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით ამნისტიის გასავრცელებლად პირი უარს არ უნდა აცხადებდეს. ოპოზიციის ნაწილი ასევე აპროტესტებს, რომ სამართალდამცველთა ამნისტირებისთვის დაზარალებულ აქტივისტთა თანხმობა პროექტში გათვალისწინებული არ არის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის. სხდომაზე იყო ხმაური და დაპირისპირება.