პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა
პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა

„საბიუჯეტო კოდექსის“ თანახმად, მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიტანა.

დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 3.6 მილიარდი ლარით, 14.7 მილიარდ ლარამდე მცირდება.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მთავრობამ ივნისში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ახალი საგარეო ვალდებულებების გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები 14.5 მილიარდი ლარიდან 18.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება გადასახდელებს, ბიუჯეტი ამ ნაწილში 1.1 მილიარდი ლარით, 17 მილიარდ ლარამდე იზრდება.

საბუჯეტო შემოსავლები წლევანდელთან შედარებით, მილიარდი ლარით მეტია და 11.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ხარჯები კი შემცირებულია 994 მილიონი ლარით 11 563 მილიარდ ლარს შეადგენს.

ასევე, 2021 წლის ბიუჯეტში შემცირებულია ვალების ზრდის ტემპი. პროექტის მიხედვით, საგარეო ვალდებულებები 3.1 მილიარდი ლარით გაიზრდება (წელს ზრდა რვა მილიარდ ლარზე მეტია), ხოლო საშინაო ვალდებულებს, მთავრობა მილიარდი ლარით ზრდის.