პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების კანონპროექტი წარედგინა
პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა. ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის ავტორია ფინანსთა სამინისტრო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი / 12 956.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც განსაზღვრულ მაჩვენებელს 92.8 მლნ ლარით აღემატება. მათ შორის, დოკუმენტით, რეალური ეკონომიკური ზრდა – 4.5%-ია, მშპ-ს დეფლატორი – 4.5%; ინფლაცია (პერიოდის საშუალო) – 4.0% ნომინალური მშპ – 44 857,6 მლნ ლარი;
“2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელზე, შვიდი თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა შეადგენს – 4.9%-ს, თუმცა წარმოდგენილი პროექტით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში. მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4.5%-ის ოდენობით. გასული წლის ნოემბერთან შედარებით, დაზუსტდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდა ნომინალურ გამოხატულებაში, რისი გათვალისწინებითაც 2019 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის განახლებული პროგნოზით 44.9 მლრდ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია პროექტში.