პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა

20:33, 22.11.2022

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის ცვლილებები შემდეგ კანონებშია წარდგენილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შესახებ“; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მსგავსი