პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

13:57, 01.12.2021

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღევანდელ სესიაზე გაიმართა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გენადი მაკარიძემ მიიღო 81 ხმა, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო; ნინო სანდოძემ 80 ხმა მიიღო, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო; თამარ ოქროპირიძემ – 81 ხმა მიიღო, ხუთმა დეპუტატმა კი მის წინაღმდეგ მისცა ხმა. თეა ძიმისტარიშვილმა 81 ხმა მიიღო, ხუთი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის მიმდინარეობისას, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.

მსგავსი