პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა

16:15, 15.09.2026

85 ხმით 12-ის წინააღმდეგ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა.

კენჭისყრამდე მამისეიშვილს გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მისი კანდიდატურა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

დავით მამისეიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ დადგენილება 2027 წლის 30 აპრილს ამოქმედდება.

მსგავსი