პარლამენტმა „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

21:11, 11.06.2020

პარლამენტმა საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 76 მომხრე ხმით მიიღო.

ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამებისა.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება აკრძალული იქნება პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ, თუმცა დაშვებული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მსგავსი