საქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.