პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

13:32, 01.11.2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე გახდნენ. მათ კანდიდატურებს კენჭი დღეს პარლამენტში უყარეს.

გიორგი კოხრეიძის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თამილა დოლიძეს – ასევე 83-მა დეპუტატმა.

კანდიდატურები პარლამენტის შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი – პარლამენტს.

მსგავსი