პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად ლონდა თოლორაია აირჩია

13:58, 11.06.2019

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორი აირჩია.

დეპუტატებმა ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორი საქმიანობას 3 ივლისიდან დაიწყებს.

ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა, 21 წინააღმდეგი იყო. ვალერი ლომუაშვილს მხარი შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა.

მსგავსი