პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის – გიორგი ხახუბიასა და სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

გიორგი ხახუბიას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სალომე ჯინჯოლავას – 90-მა და ისინი პარლამენტის წევრები გახდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალი დეპუტატები მუშაობას დღეიდან შეუდგნენ.

გიორგი ხახუბია საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემითაა არჩეული, სალომე ჯინჯოლავა საკანონმდებლო ორგანოში „ ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა. ის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეა.