პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივა დაამტკიცა

19:44, 31.05.2023

პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე, საბოლოო მოსმენით 89 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

ცვლილებების მიღების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ინიციატორების თხოვნით, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა.

მსგავსი