პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო

73 ხმით 5-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც, პლენარულ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. „გირჩს“ კი წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვაზე უარი ეთქვა.

კენჭისყრამდე კანონპროექტები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და „გირჩის“ წარმომადგენელმა, სანდრო რაქვიაშვილმა წარადგინეს.

მთავრობის მიერ ინიცირებულ თავდაცვის კოდექსში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ორი ძირითადი ცვლილებაა დაგეგმილი – დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება და გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს.