პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ანი ვაზაგაშვილი აირჩია

16:36, 15.04.2026

პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ანი ვაზაგაშვილი აირჩია.

ანი ვაზაგაშვილს პარლამენტის 80-მა წევრმა მისცა ხმა.

აღნიშნულ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე, ანი ვაზაგაშვილთან ერთად, გიორგი ელისაშვილისა და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები იყო წარდგენილი.

კენჭისყრისას გიორგი ელისაშვილს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურას კი სამი მომხრე და ხუთი წინააღმდეგი ჰყავდა.

მსგავსი