პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დაჯი კოვზირიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

18:16, 09.12.2025

პარლამენტმა დღეს პოლიტიკური გაერთიანების, „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო.

დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და 78 ხმით დაამტკიცეს.

დაჯი კოვზირიძე პარლამენტის გამოკლებული წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლეა. მას შემდეგ, რაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა და პარტია დატოვა.

მსგავსი