პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეთავაზებას, რომ ჩართული იყოს დებატების რეჟიმში, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, უნდა მომხდარიყო თუ არა რეგლამენტიდან გადახვევა და პრეზიდენტის შეთავაზების მიღება.

„კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი და ერთად გადავწყვიტოთ, რამდენად ვეთანხმებით იმ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს კანონის ძალის მქონე აქტიდან, რეგლამენტიდან გადახვევას. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იყო შემოთავაზებული ალტერნატიული ფორმატი, მას სურს, იყოს ჩართული პერმანენტულ რეჟიმში დისკუსიაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის ინიციატივას, 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი წავიდა.

კენჭისყრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზს.

„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გადახედავს პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას და გადაწყვეტს, რომ იმოქმედოს ინსტიტუტის პატივისცემით, საქართველოს პარლამენტის პატივისცემით და პატივი სცეს ჩვენს საკანონმდებლო აქტს. მისი განცხადების მიუხედავად, მინდა იმედი გამოვთქვა, პრეზიდენტი დაუბრუნდება პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზს, ეს იქნებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემის გამოვლინება”, – განაცხადა კობახიძემ.