პარლამენტის წინ, აქციაზე წიგნების გამოფენა მიმდინარეობს
პარლამენტის წინ, აქციაზე წიგნების გამოფენა მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე დღეს წიგნების გამოფენა იმართება. წიგნის გამომცემლები და ავტორები მოგვიანებით აპირებენ, აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, დაახლოებით 21:00 საათიდან ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი, ნესტან კვინიკაძე და დათო ტურაშვილი გადაცემის ფორმატის მსგავს დისკუსიებს გამართავენ.