პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა წარადგინეს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა წარადგინეს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა წარადგინეს. შესაბამისი წარდგინება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.