პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

გაბუნიას მხარი 80 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა, სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.