პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღის წესრიგში ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეტანა მოითხოვეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ოპოზიციონერებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება მისცა, რის შემდეგაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელი სხდომა ერთი კვირის წინ იყო ჩანიშნული და დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ დღის წესრიგში საკითხის შეტანის მიზნით, კომიტეტისთვის წერილობითი ფორმით მიემართათ, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ოპოზიციონერების განცხადება, რომ კომიტეტი საკითხზე მსჯელობას თავს არიდებს უსამართლოა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებში სამართალდამცველები აქტიურად ჩაერთვნენ, რათა უმართავი პროცესი არ დაწყებულიყო. გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე ესკალაციის შექმნას ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლამ შეუწყო ხელი.

გაბუნიამ აღნიშნულ განცხადებას, ნიკა მელია გამოეხმაურა და მას უნამუსო უწოდა.

„უნამუსო ყოფილხართ, თურმე პრობლემა ჩემმა ჩასვლამ შექმნა“, – მიმართა გაბუნიას მელიამ.