პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაიას კანდიდატურა განიხილება
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაიას კანდიდატურა განიხილება

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაიას კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიღებულია.

ირაკლი ბერაია მეცხრე მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა მარტიდან ამ დრომდე ვაკანტურია. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა გედევან ფოფხაძეს ეკავა.