პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც ესწრებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
2019 წლის ანგარიშის ძირითადი ნაწილი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს დაეთმობა. ანგარიშში ასევე საუბარია იმ კანონპროექტებზე, რომლებიც 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრებს.