პარლამენტის თავმჯდომარესთან უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს
პარლამენტის თავმჯდომარესთან უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძის ოთახში გიგა ბოკერია, დათო ბაქრაძე და სერგი კაპანაძე იმყოფებიან.

კონსულტაციები იმ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომლის მიღებასაც საკანონმდებლო ორგანო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გეგმავს.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, არსებობს განწყობა  და მზაობა იმისა, რომ უმრავლესობა და უმცირესობა რეზოლუციის ერთობლივ პროექტზე შეჯერდნენ არის.