პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, მიმდინარე წელს დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის
პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, მიმდინარე წელს დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის

საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეპუტატებს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ხელფასიდან თანხა ექვითებათ.

„მიმდინარე წელს 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებითა და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, რათა ეს თანხა გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.