პარლამენტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრობდა.

„არ შეგრცხვათ ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად, სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ?  ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი არ შეგრცხვათ? სუს-ის მოადგილედ რომ გყავთ ის ადამიანი, მერაბიშვილი ორ გვამს რომ ითხოვდა, ის დაფაცურობდა, არ შეგრცხვათ?“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა უმრავლესობას.

​დეპუტატის ამ განცხადებას კობა ლურსმანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდა.

„ შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა კობა ლურსმანაშვილს.