პარლამენტის სხდომათა დარბაზში პაატა მანჯგალაძესა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის სხდომათა დარბაზში პაატა მანჯგალაძესა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაურია.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.

დაპირისპირება პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და მის პოლიტიკას მოღალატეობრივი უწოდა.

„ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა მანჯგალაძეს მიმართა, „ორჯონიკიძეები თქვენკენ მოიკითხეთ, არაკაცებო“. ამასთან, სოზარ სუბარისა და პაატა მანჯგალაძის სიტყვიერ დაპირისპირებაში „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ჩაერთო; ასევე, უმრავლესობის წევრები, მათ შორის ალუდა ღუდუშაური, რომელმაც პაატა მანჯგალაძეს „ფარჩაკი“ უწოდა.

ამ დროისთვის მანდატურის სამსახური ვითარების განმუხტვას ცდილობს.