პარლამენტის შენობასთან ლეიბორისტებმა ნაძვის ხე დადგეს

12:19, 12.12.2019

პარლამენტის შენობასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ნაძვის ხე დადგა.

ნაძვის ხეზე აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ფოტოები დაამაგრეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სწორედ ასე გამოხატეს პროტესტი პარლამენტში მიმდინარე პროცესების მიმართ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი.

მსგავსი