პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების მიმართ სკანდირებენ და მათთან მიახლოებას ცდილობენ.

პოლიცია შეკრებილებს ავტომობილების სავალი გზის ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ. მათი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს ნდობა არ აქვს. მათივე თქმით, არჩევნები გაყალბდა.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.

დატოვე კომენტარი