პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მსგავსი პოზიცია კომიტეტის ხელმძღვანელობამ დააფიქსირა.

მათი განმარტებით, კომიტეტის პოზიციის საფუძველია კონსტიტუციური ნორმა იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დასტურდება, რომ ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და ის ცნობილია დამნაშავედ.

კომიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომიტეტი სამართლებრივი საკითხებიდან გამომდინარე მსჯელობს, გადაწყვეტილების მიღება კი, პლენარულ სხდომაზე მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პოზიცია ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს. თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმეს ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული, რაც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე თაღლითობასა და მით უმეტეს, ფულის გათეთრებაში.

კომიტეტის დასკვნა 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. გადაწყვეტილების მიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით მოხდება.