პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები განსაზღვრა

10:48, 04.02.2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები განსაზღვრა.

კომისია 14 წევრით დაკომპლექტდება, რომლის ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება.

კომისიაში შვიდი წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, შვიდი – ოპოზიციას. კერძოდ, სამი კვოტა გიორგი გახარიას გუნდს ექნება, სამი – „ხალხის ძალას“, ერთი კი – „ევროპელ სოციალისტებს“.

კომისია საქმიანობას აპრილის ბოლომდე აპირებს, რათა საქართველოში არსებული მაღალი ფასების მიზეზები შეისწავლოს.

მსგავსი