პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ
პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტის განხილვა დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება.

წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში პარლამენტს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა, რომელშიც უწყება ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო საფრთხეებს აფასებს და სამსახურის პრიორიტეტებს მიმოიხილავს.

ანგარიშში მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება, საქართველოში ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან გამოყენებული ჰიბრიდული ომი, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, აგრეთვე ტერორიზმია დასახელებული.

დატოვე კომენტარი