პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება 
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება 

პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად დღეს განაახლებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7-9 თებერვალს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომები გაიმართება.

დეპუტატებს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორისაა რეზერვის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, მიწის საკუთრების საკითხი, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები და ა.შ.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.