პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

15:31, 18.01.2019

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, შეხვედრას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგნელები ესწრებიან.

„შეხვედრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. ასევე სიღრმისეული განხილვა მოხდება, რა გამოწვევები გვაქვს საგარეო მიმართულებით და ამ თვალსაზრისით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აღნიშნული შეხვედრა დახურულ რეჟიმში, სამუშაო ფორმატში მიმდინარეობს.

მსგავსი