პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 27 იანვარს გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 27 იანვარს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 27 იანვარს, პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ, რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

„ბიუროზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, პარლამენტის სახელით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 27 იანვრის 12:00 საათიდან. ჩვენ დაგვჭირდება სულ მცირე ორი სამუშაო დღე, იმ საკითხების დასასრულებლად რაზეც ვისაუბრეთ. 27 იანვარს 11:30 საათზე გვექნება ბიუროს სხდომა, ხოლო 12:00 საათზე უკვე დავიწყებთ პლენარულ სხდომას. ამასთან დაკავშირებით მივმართავ პრეზიდენტს წერილობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.