პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად ოპოზიცია პიკეტირების გაგრძელებას არ გეგმავს

13:02, 12.12.2019

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად ოპოზიცია პიკეტირების გაგრძელებას არ გეგმავს.

ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიზე მაინც რჩებიან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

პერიოდულად იძაბება სიტუაცია „შეინარჩუნე სიცოცხლის“ წევრებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. ხდება სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცველები.

მსგავსი