პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვა 7-8 სექტემბერს იგეგმება
პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვა 7-8 სექტემბერს იგეგმება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება.

რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომების გამართვა იგეგმება, შემდეგ კი, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობა პასიურ რეჟიმში გადავა.

პარლამენტის საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.