პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პლენარული სხდომა დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილთან შეკამათება გახდა.

ყაველაშვილი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა, რა დროსაც აკაკი ბობოხიძე მოიხსენია, როგორც „კაკოია ბობოხიძე“.

აკაკი ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან ყაველაშვილს მიმართა, „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახეო.

ბობოხიძის ამ რეპლიკას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ სხდომას დატოვებს, ვინაიდან უმრავლესობას საშუალებას არ მისცემს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი ჩაშალონ.