პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ხვალ გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ

12:12, 07.02.2021

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ.

გოჩა ლორთქიფანიძე ხვალ, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს ინფორმაციას მიაწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე.

მსგავსი